საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №552
2011 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულების (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2 ), მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14 . საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტ ე ბულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებ ში .�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი