„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის N384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
781
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.016058
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის N384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №781

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის № 384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტისა და „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ ა” და „ ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის № 384 ბრძანების (სსმ III, 28.03.2008, № 47, მუხლი 533) 23 -ე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი . მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია