,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს № 38-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-28
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.155.016049
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს № 38-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №43

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. წალკა

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს №38-ე დადგენილებაში (სსმ, 16.08.2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. პრეამბულაში ამოღებულ იქნეს ფორმულირება: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის“.

 3. დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

 4. დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის თობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.“.

 5. დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, ავსებს მშენებლობის ნებართვის ფორმას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც, თავის მხრივ, შევსებულ ფორმას დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

 6. დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მშენებლობის ნებართვის ფორმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად; მშენებლობის ნებართვის ფორმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.“.

მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  დ. მაჩიტიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია