ქ. თბილისის მერის
ბრძანება № 28
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა), საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 11 ივნისის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1 . „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა), საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 11 ივნისის №13 ბრძანებით (სსმ III, 22.06.2010 წ., № 73, მუხ. 1071) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1559 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის “ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, მგზავრი ვალდებულია შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის თანამშრომელს მოთხოვნისთანავე. “ .
2. მე -7 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა -უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ . თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დ . ნინიძე