საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998 წ.) 128-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"საქართველოს პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.".
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1999 წლის 2 თებერვალი
№1778 - IIს