ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2011 წლის 16 სექტემბერი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქონლის, მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქონლის, მომსახურების ან/და სამშენებლო სამუშაოს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №17 დადგენილება .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი