„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1768
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-12-24
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-22
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.000.477
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში („პარლამენტის უწყებანი“, №29-30, 09.07.97) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტს სიტყვების „სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ყველა ტიპის მოქმედი საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის ლიანდაგი და მასთან დაკავშირებული სიგნალიზაციის, ტელეკომუნიკაციის დისპეტჩერიზაციის და ენერგომომარაგების სისტემები, გაზის მაგისტრალური მილსადენი, საავტომობილო გზები (პარალელური, თანაბარი მნიშვნელობის გზის არარსებობისას), თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემები და ასაფრენ-დასაფრენი ზოლები“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, სასამართლო სისტემის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საშტატო და სარეზერვო ქონება;“.

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სიხშირეთა სპექტრი, საფოსტო კავშირი, სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობის პირველი არხის ტექნიკური საშუალებები და საანტენო-საფიდერო მოწყობილობები, სამთავრობო კავშირის ტექნიკური საშუალებები და საქართველოს პოზიცია გეოსტაციონალურ ორბიტაზე;“.

ე) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) წყალმომარაგების სისტემების სათავე ნაგებობები, წყალსადენის სატუმბავი სადგურები და მაგისტრალური მილსადენები, საკანალიზაციო სისტემების მაგისტრალური კოლექტორები და რეგიონული გამწმენდი სადგურები;“.

2. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1768-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია