საქართველოს კანონი
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 9 დეკემბერი.
№1723–Iს