„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
347
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-15
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016507
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 347

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შე­სა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დად­გე­ნი­ლე­ბაში (სსმ, ვებპორტალი, 18/03/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დად­გენილებით დამტკიცებული დებულების მე‑4 მუხლის მე‑3 პუნქტი ჩა­მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მინისტრს ჰყავს ექვსი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირ­ვე­ლი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                              ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია