„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
345
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-15
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016505
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №345

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სახსრებით   საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალ­მომარაგების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შეს­ყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 მარტის №80 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 458) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს;“.

2.  მე-16 მუხლის 11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით:

ა)   დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;

ბ)  ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურების შესყიდვის დროს;

გ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული შესყიდვის დროს, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;

დ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის დროს.“.

3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორე­ბა (ავანსი); და

ბ) შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                                          ნ. გილაური  

 

კრებსითი — სრული ვერსია