„ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
344
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-15
სარეგისტრაციო კოდი
470200000.10.003.016504
„ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №344

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმა­კო­ლოგიურ საშუა­ლებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორი­ზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტ­როლს დაქვემდებარებულ სამ­კურნალო საშუალებათა იმ­პორ­ტის ან ექსპორტის ნებართვების გაცე­მის წესისა და პირო­ბების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართ­ველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №176 დადგენი­ლებაში (სსმ, 2005 წ., მუხ. 1320) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და  დად­გენილებით დამტკიცებული ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინი­კური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფ­თი­აქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურ­ნალო საშუ­ალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი ში­ნაარსის მე‑3 პუნქტი:

„3. ამ დებულების მე­‑2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის გამ­ცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციე­ლოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ფარმაკოლოგიურ საშუალე­ბათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორი­ზებუ­ლი აფ­თი­აქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურ­ნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის მფლობე­ლების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესაბამისი უფლება მინიჭებული.“.  

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ნ. გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია