„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს №11/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14/2011
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-15
სარეგისტრაციო კოდი
010220020.15.008.016017
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს №11/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №14/2011

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

�საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს №11/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. �საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2011 წლის 22 აგვისტოს №11/2011 დადგენილებით (სსმ ვებ-გვერდი 110823011, 23.08.2011წ.) დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის №1 და №2 დანართებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე�������������������� � ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი �� ������������������ გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია