„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის N590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
720
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-16
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016078
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის N590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №720

2011 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის  10 ოქტომბრის N590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის  10 ოქტომბრის №590  ბრძანებით (სსმ III, 18.10.2007წ., №145, მუხლი 1636) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „კ” ქვეპუნქტი:

„კ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;”.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:

„დ) სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილება.”.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ” ქვეპუნქტი:

„დ) სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილება (CIMIC)     შეიმუშავებს და აყალიბებს ნატოს სტანდარტებთან თავსებად კონცეპტუალურ ბაზას (ნატოს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების დოქტრინები – NATO CIMIC Doctrines) და უზრუნველყოფს მათ დანერგვას შეიარაღებულ ძალებში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია