„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
512
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016316
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №512

2011 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის  შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის            6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის  შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულების (სსმ, ვებგვერდი, 110907028, 07/09/2011) მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა: „ჯგუფი“ შეიცვალოს სიტყვით: „განყოფილება“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია