თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/3 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11/4
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016057
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N12/3 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11/4

2011 წლის 9 სექტემბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილებით (სსმ V, №49, 11.11.2010 წ., მუხ.1431) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას“;                  

2. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/3 დადგენილებით (სსმ V, №49, 11.11.2010 წ., მუხ. 1431) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების“ (დანართი №1) მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) წინადადების შემუშავებას გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების საკითხებზე“.

 

3.   დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                 გ.  მესტვირიშვილი

  

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია