„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
510
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-12
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016314
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №510

2011 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის შენიშვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

2.  ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.  სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია