„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-13
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.141.016045
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №28

2011 წლის  8 სექტემბერი

ქ. ახალქალაქი

,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 5 აგვისტოს  №25 დადგენილებაში      ცვლილებების შეტანის   თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 5აგვისტოს  №25 დადგენილებაში   შეტანილი  შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქ. ახალქალაქში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი)  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  პირველი მუხლის „გ” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: - ქ. ახალქალაქი– 1,0-ს;”;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  პირველი მუხლის „ე” ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში  უდრის 45-ს;”;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ახალქალაქში  მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

 

ტერიტორია

 

 

IMG

ITL

C

K

CN(ლარი)

ქ. ახალქალაქი

0,30

1,0

0,24

45

3,24

 

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.     

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                ჰ. მოვსესიანი

კრებსითი — სრული ვერსია