საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №495
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III , 2004 წ., №152, მუხლი №1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-20 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი