საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01- 43 /ნ
2011 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს № 283/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს № 283/ნ ბრძანებით (სსმ III, 31.08.2009 წ., № 107, მუხ.1232), დამტკიცებული „ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის” (დანართი № 1) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) თუ საოჯახო დახმარების მიმღებ პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს 2009 წლის 1 ნოემბრამდე დაენიშნა 86 (ოთხმოცდაექვსი) ლარზე მეტი, 2009 წლის 1 ნოემბრიდან – 91 (ოთხმოცდათერთმეტი) ლარზე მეტი, ხოლო 2011 წლის 1 სექტემბრიდან – 111 (ას თერთმეტი) ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო პენსია;”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ურუშაძე