შპს „სამამულო ავტოსერვისისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
335
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-07
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016495
შპს „სამამულო ავტოსერვისისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 335

2011 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „სამამულო ავტოსერვისისათვის“   საქონლისა   და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1 . „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კა­ნონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ა .თ“ ქვეპუნქტის საფუძველ­ზე, დამტკიცდეს თანდართული შპს „სამამულო ავტოსერვისისათვის“ სა­ქონ­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეცია­ლური წესი .

 მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძა­ლაშია 2 წლის განმავლობაში .

პრემიერ -მინისტრი                                                        ნ . გილაური

შ პს „სამამულო ავტოსერვისისათვის“   საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „სამამულო ავტოსერვისისათვის“ საქონლისა და მომსახუ­რების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი ) შემუშა­ვე­ბულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სამამულო ავტოსერვისის“  და მისი შვი­ლობილი სა­წარ­მოებისათ­ვის (შემდგომში – საწარმო) სა­ქონ­ლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვე­ბის სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვა­ლისწინებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა .

3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე , რომლებზეც არ ვრცელ­დება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მო­თხოვნები/მოქმედება .

4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის , გაერთიანებული ერების ორგანიზაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის , აზიის განვითარების ბან­კის , გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW ), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) და სხვა დონორი (დამფინანსებელი ) ორ­განიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცე ­დუ ­რები , თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებას­თან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი . იმ შემ­თხვევაში , თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების გან­ხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწი­ლენი , მათი , აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე .

5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვე­ტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად .

6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს მხო­­ლოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შე­საბამისად .

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

ა ) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა , აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის , აუდიტორული , საექსპერტო , საკონსულტაციო (მათ შორის , ფინანსური , საბუღალტრო , აქტივების განკარგვა ), იურიდიული , საპროექტო სამუშაოები და სხვ. );

ბ ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო ) – შპს „სამამულო ავტოსერვისი“ და მისი შვილობილი საწარმოები;

გ ) შპს „სამამულო ავტოსერვისის“ შვილობილი საწარმო – საწარმო, რომელშიც შპს „სამამულო ავტოსერვისს“ ეკუთვნის კაპიტალის 50% -ზე მეტი ან/და შპს „სამამულო ავტოსერვისისა“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50% -ს;

დ ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი და მომსახურება;

ე ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური , ასევე არაი­დენტური , მაგრამ მსგავსი კომპონენტების , ტექნიკური მაჩვენებლების ( მახასიათებლების ) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები . შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;

ვ ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი ( გარდა უძრავი ქონებისა ) , როგორც მყარ , ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში , საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ზ ) სამშენებლო სამუშაო – შენობის , ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან , რეკონსტრუქციასთან , ნგრევასთან , რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო ( მათ შორის , სამ­შენებლო მოედნის მოწყობა , გრუნტის ამოღება , შენობის ან ნაგებობის აგება - აშენება , აღჭურვილობის მონტაჟი , მოპირკეთება და მოსაპირკე­თებელი სამუშაოები , მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები ), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება , როგორიცაა : ბურღვა , გეოდეზიური სამუშაოები , კოსმოსუ­რი და აეროგადაღება , სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მო­მ­სახურება , თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;

თ ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი , საქონლისა და სამუშაოს გარდა . ამასთან , ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახუ­რე­ბა“ მოიცავს იჯარას , ქირავნობასა და ლიზინგს;

ი ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწი­ლეობის მიზნით გადაიხადა საფასური;

კ ) მიმწოდებელი – პირი , რომელმაც შემსყიდველ ორგანიზა­ციას­თან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

ლ ) ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ან მეტი ღი­რებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შეს­ყიდ­ვის საშუალება , რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალის­წინე­ბულ პროცედურებს;

მ ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შე­სყიდვის საშუალება , რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრო­ნული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს ;

ნ ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება , როდესაც შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარა­კებით;

ო ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება , რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია წერი­ლობითი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი , თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით , რომ სხვა კრიტერი­უმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ - ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოე­ფიციენტს;

პ ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება , რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოს ფუნქციონირებას ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საწარმოს ინტერესებს ან მის ქონებას;

ჟ ) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდ­გენი­სათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამო­სი­ლი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა , რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება , გარდა შეცდომით გადახდილი საფა­სურისა;

რ ) გამოქვეყნების საფასური – საწარმოს მიერ საკონკურსო განცხა­დებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გა­და­სახდელი სავალ­დე­ბუ­ლო თანხა . გამოქვეყნების საფასურის ოდენო­ბები და გადახდის წესი კონკურსის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელე­ქტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტით;

ს ) მექანიკური შეცდომა – დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კა­ ლმისმიერი, ორთოგრაფიული , არითმეტიკული ან სხვა სახის ხარ­ვე­ზები , რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამა­ვე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუ­მენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის ში­ნაარ­სის არსებით შეცვლას;

ტ ) კომისია – საწარმოს დირექტორის მიერ „სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სა­ტენდერო კომისია.

    მუხლი 3. საწარმოს უფლება-მოვალეობები

1. საწარმო უფლებამოსილია :

ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება );

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირო­ბების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქა­რთ­ველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებო­ბისას .

2. საწარმო ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შეს­ყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში , ამ წესით დადგე­ნილი პირობების დაცვით;

ბ) საქონლის მიწოდების , მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუ­როს მიმწოდებლებს საქონლის , მომსახურების ღირებულება , თუ ხელ­შეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) მხოლოდ ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვები გა­ნახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის და „გამარტივებული შესყიდვის , გამარტივებული ელექტრო­ნული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტ­კიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმ­ჯ­დომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების შესაბამისად .

    მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას :

ა) სატენდერო კომისიის წევრების , შესყიდვის განხორციელები­სათ­ვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას;

ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების , სატენდერო დოკუ­მენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას;

გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას;

დ ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვას;

ე ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედვე­ლობას;

ვ ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საქმია­ნობას .

2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი ( საწარმოს თანამშრომელი , კონსულტანტი , ექსპერტი და სხვ. ) ვალდებულია , წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანო­ბის შესახებ .

3. დაუშვებელია , რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება , განხორ­ციე­ლება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულ­ტანტად ( ექსპერტად ) მოიწვიოს პირი , თუ იგი :

ა ) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის , თანამშრომლის ან უშუალო მონა­წილის ახლო ნათესავი;

ბ ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;

გ ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მო­ნაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან .

4. დაუშვებელია , შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა , რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მო­სამზადებელ სამუშაოებში .

5. ამ მუხლის მე - 3 და მე - 4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე :

ა ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეების მიმართ;

ბ ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორ­ციე­ლების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეების მიმართ .

 

    მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

1. შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენ­დერის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერის , ფასთა გამოკით­ხვის ან გამარტივებული შესყიდვის საშუალებებით .

2. გადაწყვეტილებას შესყიდვის საშუალების გამოყენების შესახებ იღებს საწარმოს დირექტორი .

3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკ­რულების გარეშე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით:

ა) თუ შესყიდვის ობიექტია :

ა.ა ) კომუნალური მომსახურება ( გარდა ელექტროენერგიის , ბუნებ­რივი აი­რის და   წყლისა ) ;

ა.ბ ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურება;

ა.გ ) წარმომადგენლობითი მიზნებისათვის განსახორციელებელი მომ­სახურება;

ბ ) დირექტორის გადაწყვეტილებით , თუ ამ ობიექტების შესყიდვა დასტურდება სასაქონლო დეკლარაციით , ზედდებულით ან/და თანხის გა­და­ხ­დის დამადასტურებელი დოკუმენტით ( საბანკო გადარიცხვა , ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიღება - ჩაბარების აქტი ) ;

გ ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდე­ლების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას;

დ ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული სახელმ­წიფო შესყიდვისას .

4. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს ხელმძღ­ვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით უფლებამოსილი პირი ( პირები ).

    მუხლი 6 . ფასთა გამოკითხვა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუ­მენ­ტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის , მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში .

2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანი­ზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს .

3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამა­ტე­ბითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავ­ში­რებით .

4. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღისა იღებს მოწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწი­ლეო­ბის თაობაზე , ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღისა იღებს განაცხადებს , რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუ­მენტებს :

ა ) განცხადებას მონაწილეობის შესახებ;

ბ ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ .

5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები იურიდიული პი­რის შემთხვევაში უნდა იყოს ხელმოწერილი მონაწილე პირის ხელმძ­ღვანელის მიერ .

6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა .

7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგა­ნი­ზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობი­ექტთან დაკავშირებით .

8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე , რომლის განაცხადი სრუ­ლად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი .

    მუხლი 7. სატენდერო კომისიის აპარატი

1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზა­ციული უზრუნველყოფის მიზნით , საწარმოს ხელმძღვანელის ბრძა­ნე­ბით , ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი , რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდო­მარე .

2. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია , ყოველი ტენ­დერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინ­ფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში , ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრუ­ლე­ბის მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში , რის შემდეგაც გადაეცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგენილი წესით შესანახად .

    მუხლი 8. საკვალიფიკაციო მონაცემები

მოთხოვნებს , რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები , განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის .

    მუხლი 9. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. ხელშეკრულება, ამ წესის მე -5 მუხლის მე -3 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით .

2. მიმწოდებელთან გამარტივებული შესყიდვის , ფასთა გამოკით­ხვის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვისას და­დებული ხელშეკრუ­ლების პირობების გადა­სინჯვის წესი განისაზღვ­რება საქართველოს კანონმდებ­ლობით , ხოლო ელექტრონული ტენ­დე­რის , გამარტივებული ელექტრო­ნული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვისას  და­დებული ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პირობების გადასინჯვას ახორციელებს სატენდერო კომისია .

    მუხლი 10. ანგარიშის წარდგენა

1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წა­რუდგენს საწარმოს კაპიტალის 20%‑ზე მეტი წილის მფლობელს ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად , არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტამდე .

2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბა­მისად .

    მუხლი 11. ცვლილების შეტანის წესი

წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დად­გენილებით .

 

დანართი

 

ან­გა­რი­ში

საწარმოს მი­ერ _______   წელს გან­ხორ­ცი­ელ­ებ­უ­ლი

შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ

 

 

 

№

შესყიდვის საშუალება ( გამარტივე ბული შეს­ყიდვა , ფასთა გამოკითხვა , ელექტრონული ტენდერი , გამარტივებუ ლი ელექტ­რონული ტენდერი )

შესყიდვის ერთგვარო‑

ვან ობიექ ­ ტ ­ თა ჯგუფის დასახელება

 

მიმწოდე ‑

ბელი მხარის დასახელება

შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ -ლების მოქმედების ვადა

 

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისათვის ფაქტობ ­ რივად

გადახ ­ დილი თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია