ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ №10 დადგენილებაში (სსმ V, 18.08.2010 წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცების შემდგომ მისი განხორციელება“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი