ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილებაში (სსმ V, 18/08/2010) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის შემადგენლობა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისაგან, რომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი