ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016075
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 53

2011 წლის 29 აგვისტო

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ “ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი თან ერთვის) .

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 მაისის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №75 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე .

  საკრებულოს თავმჯდომარე    ა . ხუნდაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.

2. ძალადაკარგულია - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №27 - ვებგვერდი, 23.08.2013წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ადგილსამყოფელია (შემდგომში – სამსახური) ჩოხატაური, დუმბაძის ქ.

ბ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;

გ) ხანძრის ჩაქრობა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაწესება;

დ) სახანძრო უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფთხოების წესების სწავლება;

ვ) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის შექმნა;

თ) ორგანიზებას უწევს ხანძრის ჩაქრობას, საავარიო-სამაშველო სამუშაოებს მუნიციპალიტეტსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ი ერთეულების საზღვრებში;

ი) ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში ;

კ) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში სამსახური მონაწილეობს, მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ი ერთეულების საზღვრებში;

ბ) მზადყოფნაში ჰყავდეს სამსახურის პირადი შემადგენლობა, სახანძრო ტექნიკა, კავშირგაბმულობისა და მართვის საშუალებები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები და სამსახურის შეიარაღებაში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები;

გ) უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო -სამაშველო სამუშაოების დროული და მაღალხარისხოვანი წარმართვა;

დ) სამსახურის პირადი შემადგენლობის და მათი ოჯახების წევრების სამართლებრივი და სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელება;

ე) ხელი შეუწყოს მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას;

ვ) აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება ;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 3. სამსახურის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური გარანტიები

1. სამსახურის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებსა და შეღავათებს ადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სამსახურის თანამშრომელთა სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება შესანახი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სამსახურის პირადი შემადგენლობა სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევათ უსასყიდლოდ, ნორმის ფარგლებში.

    მუხლი 4. სამსახურის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

2. სამსახური ფლობს მოძრავ და უძრავ ქონებას, რომელიც აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად.

3. სამსახურის ქონების მიზნობრივი დანიშნულება არ შეიძლება შეიცვალოს სამსახურთან შეთანხმების გარეშე.

4. სამსახურის შენობა-ნაგებობებით, ტერიტორიით (სამეურნეო ეზო), ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი განისაზღვრება „ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ქვედანაყოფის შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 1 მაისის №147-12 ბრძანების შესაბამისად.

    მუხლი 5. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება

1. ხანძრის ჩაქრობა წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების გადასარჩენად და ხანძრის ლიკვიდაციისათვის მიმართულ მოქმედებებს.

2. სამსახურის მიერ საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის, ქონების გადასარჩენად, აგრეთვე ავარიების, კატასროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგად შესაძლო მინიმუმამდე დასაყვანად მიმართულ მოქმედებებს.

3. განსაკუთრებით რთული ხანძრების ჩაქრობაში მონაწილე სხვადასხვა სახეობების სამსახურების მოქმედებების მაკოორდინირებელი ფუნქციები ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს.

4. ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებისას ტარდება აუცილებელი მოქმედებები ადამიანთა უსაფთხოების უზრუნველსაყოფად და ქონების გადასარჩენად, მათ შორის:

 ა) ხანძრების საშიში ფაქტორების გავრცელების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების საშიში გამოვლენის ადგილზე მისასვლელად;

 ბ) ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების გავრცელების დამაბრკოლებელი და მათი ლიკვიდაციის უზრუნველსაყოფი პირობების შესაქმნელად;

 გ) ხანძრების გაჩენის ადგილებში, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონებში შესვლისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეზღუდვის ან აკრძალვისათვის;

 დ) ხანძრის ჩაქრობის ადგილის, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ზონების დაცვისათვის;

 ე) ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციისათვის.

5. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძარზე მისული სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი – ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სამსახურის პირად შემადგენლობას, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს.

6. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ადგენს ტერიტორიის საზღვრებს, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები; მათი ჩატარების წესსა და თავისებურებებს, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს ხანძარისაგან ადამიანთა და ქონების გადარჩენის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი იღებს სხვა გადაწყვეტილებასაც, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ზღუდავენ პირთა უფლებებსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე.

7. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დასახული ამოცანების შესრულებაზე, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სამსახურის პირადი შემადგენლობის და ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული სხვა ძალების უსაფთხოებაზე.

8. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებები აუცილებელია შესასრულებლად ყველა თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის იმ ტერიტორიაზე , სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები.

9. ხანძრის ჩაქრობის დროს არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოქმედებებში ან შეცვალოს მისი განკარგულებები.

10. სამსახურის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის მონაწილეები, რომლებიც მოქმედებენ უკიდურესი აუცილებლობის ან დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.

11. ხანძრის ჩაქრობისას სამსახურის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულ ებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად.

12. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის ხანძარსაწინააღმდეგო გეგმის შესაბამისად; გეგმა მოიცავს: ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმს, ამაღლებული მზადყოფნის რეჟიმს და საგანგებო სიტუაციების რეჟიმს.

    მუხლი 6. სახანძრო უსაფთხოების სფეროში სამუშაოთა შესრულება და მომსახურების გაწევა

1. სახანძრო უსაფთხოების სფეროში სამუშაოები და მომსახურეობები სრულდება მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე , კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახანძრო უსაფთხოების მოთხოვნათა რეალიზაციის, ხანძრის თავიდან აცილებისა და ხანძრის ჩაქრობის მიზნით.

2. სახანძრო უსაფთხოების სფეროში სამუშაოებს და მომსახურებას განეკუთვნება:

 ა) ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოებისა და დასახლებული პუნქტების ხანძრისაგან დაცვა;

 ბ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავება, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;

 გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების ექსპერტიზის ჩატარება;

 დ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემის მონტაჟი, გამართვა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;

 ე) ცეცხლდამცავი და საღუმელე სამუშაოების შესრულება .

 მუხლი 7. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვა

1. სამსახური აწარმოებს ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკურ აღრიცხვას საქართველოში მოქმედი ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესის ერთიანი სახელმწიფო სისტემების შესაბამისად.

2. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის დადგენილი წესის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

    მუხლი 8. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი .

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია:

 ა) გააკონტროლოს სამსახურის დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების შესრულება;

 ბ) დადგენილი წესის შესაბამისად უხელმძღვანელოს სამსახურის დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მართვას და მორიგე სამსახურის საქმიანობას;

 გ) განსაზღვროს ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების წესი;

 დ) განაზოგადოს სამსახურის ორგანიზების გამოცდილება;

 ე) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკურ და სახანძრო-სამწყობრო მომზადებას;

 ვ) დიდი ხანძრების დროს უზრუნველყოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირების მითითება-განკარგულებების შესრულება;

 ზ) უზრუნველყოს და გააკონტროლოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესრულება;

 თ) ორგანიზება გაუწიოს მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტაციის შესწავლას;

 ი) ორგანიზება გაუწიოს ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული შტაბის შექმნას და განსაზღვროს მათი მოქმედების წესი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებისას;

 კ) მიიღოს სახანძრო წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფის ზომები;

 ლ) დაადგინოს დიდი ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის შეკრების და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმის წესი;

 მ) შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, განიხილოს საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამდებობის პირების წინადადებები.

 4. სამსახურის უფროსს უფლება აქვს:

 ა) მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ორგანიზებისათვის საჭირო მონაცემები და ოპერატიული ინფორმაცია;

 ბ) შეამოწმოს დაქვემდებარებულ დანაყოფებში პირადი შემადგენლობის ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მზადყოფნა;

 გ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს განახორციელოს სამსახურის ძალებისა და საშუალებების გადაჯგუფება;

 დ) გასცეს განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ, აგრეთვე მოითხოვოს მათი შესრულება;

 ე) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო ცნობები და ოპერატიული ინფორმაცია;

 ვ) ორგანიზება გაუწიოს სახანძრო-ტაქტიკური სწავლების, დათვალიერების, შეჯიბრების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას;

 ზ) (ამოღებულია - 30.12.2011, №69);

თ) დაამტკიცოს ან მოაწეროს ხელი სამსახურებრივ საბუთებზე;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობის და სხვა სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემების დაზიანების აღმოფხვრა, აგრეთვე სამსახურის გასვლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობის უზრუნველყოფა;

 კ) დადგენილი წესით შეცვალოს დანაყოფის გათვლაში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკა, სამსახურში არსებული სათადარიგო ტექნიკის ხარჯზე.

 5. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

 ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

 ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;

 გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საი ნ ფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მომსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

 ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით ;

 ვ) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

  6. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

 ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

 ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

 გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

 დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

 ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

 ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვ ე ნტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.

    მუხლი 9.  (ამოღებულია)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №69 - ვებგვერდი, 04.01.2012წ.

    მუხლი 11. სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინის დაცვა

სამსახურში სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოხელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულებას, უშუალო უფროსის მითითებების შესრულებას, ასევე მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილებათა დაცვას.

    მუხლი 12. სამსახურში მოხელეთა წახალისების, დისციპლინური გადაცდომებისა და შესაბამისად სასჯელების გამოყენების წესები

სამსახურში მოხელეთა წახალისების, დისციპლინური გადაცდომებისა და შესაბამისად სასჯელების გამოყენების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 13. სამსახურის ანგარიშგება

1. სამსახური როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და გამგებლის წინაშე. სამსახური ექვს თვეში ერთხელ უდგენს გამგებელს ანგარიშს გაწეული მუშაობის თაობაზე.

2. სამსახური წელიწადში ერთხელ მაინც აწარმოებს მასზე გადაცემული მოძრავი და უძრავი ქონების ინვენტარიზაციას. ჩამოსაწერი ინვენტარის ნუსხას ამტკიცებს გამგებელი. ახლად შეძენილი უძრავი ან მოძრავი ქონება ინვენტარიზაციის ნუსხაში შეიტანება არსებული წესით.

 3. სამსახური წლის ბოლოს ადგენს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ და წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად, საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზნით.

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია