,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-07
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.061.016010
,,რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №9

2011 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №6, 01.05.2008 წ., მუხლი 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. დამტკიცდეს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის თანდართული დებულება.’’.

3. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვროს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ვ“ ქვეპუნქტი:

„ ვ) აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს აფხაზეთის მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს.’’.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი     გ. კვარაცხელია

კრებსითი — სრული ვერსია