საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №487
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან“ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის №1088 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან“ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის №1088 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №172, მუხ. 2522) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.“;
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი