„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2011-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-06
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.132.016076
„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №49

2011 წლის 31 აგვისტო

ქ. ბათუმი

„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი  შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი  ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის  31 იანვრის  №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო  ადგენს:      

მუხლი 1. „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი  შეზღუდვისა და შეზღუდ­ვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის  31 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 16.02.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  დადგენილება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და კულტურუ­ლი მემკვიდრეობის დამცავ ზონებზე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მის დამცავ ზონებში მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.

მუხლი 2.  ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების­თანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          გ. კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია