„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2152
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-10
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.04.001.001.245
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.75) 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2152–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია