ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
263
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-19
სარეგისტრაციო კოდი
010.190.010.05.001.003.268
ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 2

ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-2 მუხლში დასახელებული სუბიექტები ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 12 სექტემბერი.

№263 –IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია