„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
146/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016183
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №146/ნ

2011 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით (სსმ III, 15.09. 2010 წ., №117, მუხ. 1733) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების:

ა) მე-5 მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1’’ ქვპუნქტი:

„ო1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს.”;

ბ) მე-11 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები

სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების და ნოვაციების გაცნობას;

ბ) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

გ) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მიერ მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

დ) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და  ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;  

ე) კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობას სასამართლოში;

ვ) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საიჯარო, შესყიდვების და სხვა სახის პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია