„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) გაფორმებისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 30 ივნისის №206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
655
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-25
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016072
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) გაფორმებისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 30 ივნისის №206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 655

2011 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) გაფორმებისა და გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 30 ივნისის №206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) გაფორმებისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 30 ივნისის №206 ბრძანებაში (სსმ, 05.07.2005წ., №80, მუხ. 860) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.  სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა მოწმობისა, ასევე ეძლევათ სამხედრო მოსამსახურის პირადი ჟეტონი, რომლის დამზადების, გაცემის, აღრიცხვის, გამოყენების წესს და ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

კრებსითი — სრული ვერსია