„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.152.016057
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2011 წლის 22 აგვისტო 

ქ. დუშეთი

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №24  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №24 დადგენილებაში (სსმ V, №22, 07.09.2010 წ., მუხლი. 617) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციულ საკითხებში

მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციულ საკითხებში:

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

გ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

დ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ე) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

ვ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;

ზ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;

თ) მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ი) ახორციელებს საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ.“.

3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.  ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              ც. საძაგლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია