საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2105
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-04-23
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-21
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.001.237
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 344-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო ვალდებულია საწარმოს რეგისტრაცია განახორციელოს შესაბამისი საბუთების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო კავშირის რეგისტრაცია – განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 23 აპრილი.

№2105-IIს

კრებსითი — სრული ვერსია