საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
651
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-22
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016071
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №651

2011 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების  დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონში მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის‘‘ დებულების  დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006წ., №147, მუხ. 2045) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ‘‘ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის  ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).‘‘.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

კრებსითი — სრული ვერსია