„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-08-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-24
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.117.016063
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №30

2011 წლის  17 აგვისტო

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.  შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის  №10 დადგენილებით (სსმ V, 30/07/2010 წ., №3, მუხ. 34) დამტკიცებულ  დებულების 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულების (რეგლამენტის) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით კომისიის წევრი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული  გრაფიკის მიხედვით, თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                     კ. ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია