საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2084
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-04-22
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-21
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.232
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) 101-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“-„ჰ4“ ქვეპუნქტები:

„ჰ3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 010210, 010310000, 010410100, 010420100, 010511, 051110000, 051191, 060210, 060220, 250300, 280300, 310100000, 3103, 3104, 3105, 380810, 380820 (გარდა 380820100-ისა), 380830 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, აგრეთვე ანალოგიური საქონლის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 3102 კოდით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება;

ჰ4. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 040700, 060290100, 070110000, 071331100, 071332100, 071333100, 071339100, 100190910, 100300100, 120600, 12092, 120923, 120991, 283325000, 380820100 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ყოველწლიური კვოტების მიხედვით, აგრეთვე ანალოგიური საქონლის მიწოდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                      ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 22 აპრილი.

№2084–IIს

კრებსითი — სრული ვერსია