„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-15
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016076
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №35

2011 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 110701012, 01.07.2011) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ;“.

2. დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით და აწარმოებს PR-ს („Public Relations”) ;

ბ) ამყარებს ურთიერთობებს სააგენტოსა და საზოგადოებას შორის და უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ფენებთან ურთიერთობის კოორდინაციას;

გ) ორგანიზაციას უწევს სააგენტოს მონაწილეობას, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე;

დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის დაცულ ტერიტორიებზე აწყობს პრესტურებსა და გაცნობით ტურებს;

ე) ახორციელებს საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ბრენდის შემუშავებას და განვითარებას;

ვ) ორგანიზაციას უწევს, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ პრეზენტაციებს და პრესკონფერენციებს;

ზ) უზრუნველყოფს დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებას და გავრცელებას ;

თ) უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობას ადგილობრივ ბაზარზე და მათ ეფექტიან პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე ;

ი) აწარმოებს სააგენტოს ვებგვერდს და სააგენტოს პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში;

კ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა ს;

ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ . ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია