„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2039
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-14
სარეგისტრაციო კოდი
300.130.000.05.001.001.226
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.35) 61 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად:

ა)<უზრუნველყოს სახელმწიფოს 51%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ინვენტარიზაციის განხორციელება;

ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს აღნიშნულ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან შემოსული თანხების მიზნობრივად გამოყენების წესი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის  28 მარტი.

№2039-IIს

კრებსითი — სრული ვერსია