„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2038
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-14
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.05.001.001.225
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს კანონი

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო სააგენტოს გადასცემს სახელმწიფო ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობა დამატებით საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.“.

2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება უბრუნდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი.

№2038-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია