„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
431
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-10
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016229
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №431

2011 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №305 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №305 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) სესხის გამცემი რეესტრში ასახულ ინფორმაციას, როგორც არამატერიალიზებული, ისე მატერიალიზებული ფორმით თვეში ერთხელ (თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სესხის ერთიანი რეესტრი).“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                დ. გვინდაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია