„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
297
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-09
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016457
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 297

2011 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ფინანსთა სამი ­ ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ ­ რობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, მუხლი 462)  დამტკიცებულ დებუ ­ ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა კომ­პე­ტენციის ფარგლებში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ .  გილაური

კრებსითი — სრული ვერსია