საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო – სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 28 მარტი.
№2034-IIს