,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016040
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №13

 2011 წლის 29 ივლისი

ს. ახალსოფელი    

 ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის                                      №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 ივნისის №10 დადგენილებაში (სსმ, 4. 07. 2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების სათაური ნაცვლად „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის და მათი რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და №2 დანართში სიტყვები „მითითება (არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დამრღვევის მიმართ) ფორმა“ შეიცვალოს სიტყვებით „მითითების (სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნის აქტის) ფორმა“.

    მუხლი 2

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე        ბ. ზანდარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია