(ძალადაკარგულია - 29.09.2022, №21)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2011 წლის 29 ივლისი
დაბა ხულო
ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის №104 ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ მომსახურების ტარიფები განისაზღვროს თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი
ა(ა)იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“
მომსახურების ტარიფები
|
მომსახურების სახეობა |
ერთეულის რაოდენობა |
ფასი (ლარი) |
|
მგზავრის გადაყვანა |
ერთი |
0.20 |
|
ტვირთის გადატანა |
30 კგ-მდე |
უფასო |
|
ტვირთის გადატანა |
30 კგ-ზე ზევით ყოველ 50 კგ-ზე |
0.20 |