საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №608
2011 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია