«ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების» დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2011-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-09
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016024
«ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების» დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის

დადგენილება №13

2011 წლის 28 ივლისი

ქ. ქუთაისი

,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული   ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (სსმ III, 22.09. 2008  №140,  მუხ.1385) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2.    დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 აგვისტოდან  წარმოშობილ  ურთიერთობებზე.

თავმჯდომარე                                                                                        გ. ჩალაგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია