ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2011 წლის 29 ივლისი
ქ. ბორჯომი
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის დადგენილბა №15 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.
დანართი №1
ჯარიმის ოდენობები ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით
| № | ზონა | ზონის აღწერა | ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე |
| 1 | I ზონა | ქ. ბორჯომში , ლიკანი დაბა ბაკურიანი
| 0,5 |
| 2 | II ზონა | დაბა წაღვერი დაბა ახალდაბა სოფელი დიდი ცემი სოფელი პატარა ცემი | 0,2 |
| 3 | III ზონა | მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები | 0,1 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის დადგენილბა №15 - ვებგვერდი, 03.04.2012წ.