საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1967
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-19
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.214
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ. არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში), ხოლო ამ მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე მაღალმთიან რეგიონებში არანაკლებ 0,25 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 10 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში სრულად.“.

2. 101-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2. არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში), ხოლო მაღალმთიან რეგიონებში არანაკლებ 0,25 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით განხორციელებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს მშენებლობა მშენებლობის პერიოდში.“.

3. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ. არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში), ხოლო ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე მაღალმთიან რეგიონებში არანაკლებ 0,25 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 10 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში სრულად.“.

4. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 64-ე ნაწილი:

„64. ამ კოდექსის 47-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება ტურისტთა განთავსების იმ ობიექტებზე – სასტუმროებზე, რომელთა მშენებლობის მიზნით შესაბამისი ინვესტიციები განხორციელებულია 2003 წლის 15 მარტიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 15 მარტს.

საქართველოს პრეზიდენტი                                  ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 29 იანვარი.

№1967_რს

კრებსითი — სრული ვერსია