„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის N124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-08
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016039
„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის N124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2011 წლის 27 ივლისი

ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხამისკური

„ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №124 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“, №18-20, 20.07.2009 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საბალანსო ღირებულების არანაკლებ 10%-ის და არა უმეტეს 40%-ის ოდენობით.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   მ. ჭოხონელიძე

კრებსითი — სრული ვერსია