„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
113
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-02
სარეგისტრაციო კოდი
110060000.22.027.016180
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 113

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის №7  ბრძანებით (ვებპორტალი, 170111, 17/01/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ ვ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“ .

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია