„საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
111
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-02
სარეგისტრაციო კოდი
110060000.22.027.016178
„საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 111

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებით (სსმ III, №1 72, 31.12.2010 წ., მუხ. 2496) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

 „ზ) ანტიკორუფციული დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

,,9. ანტიკორუფციული დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია